კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შედეგები სერიოზული იქნება.

”ბევრი თვალსაზრისით, დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება”, - აღნიშნა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მან პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო.

ჰარისის თქმით, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები 2020 წელს, როდესაც წააგო.

„დონალდ ტრამპი ცდილობდა, თქვენი ხმები მოესროლა, როდესაც ვერ შეძლო, შეიარაღებული ბრბო გაგზავნა შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში, სადაც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს,”- აღნიშნა კამალა ჰარისმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი ნასამართლევია 34 დანაშაულის მუხლით.

”ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს ნაფიცმა მსაჯულებმა და ასევე პასუხისმგებლობა დააკისრეს სექსუალური ძალადობისთვის,” - აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ტრამპი ქვეყანას სახიფათო პოლიტიკის გზაზე დააბრუნებს, თუ მას თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით აირჩევენ.

”უბრალოდ წარმოიდგინეთ დონალდ ტრამპი დამცავი რელსების გარეშე. იფიქრეთ იმაზე, თუ რას გააკეთებს ის, თუ კვლავ მივცეთ ძალაუფლებას. იფიქრეთ მის აშკარა განზრახვაზე, გაათავისუფლოს მოძალადე ექსტრემისტები, რომლებიც თავს დაესხნენ სამართალდამცავებს კაპიტოლიუმში, მის აშკარა განზრახვაზე, დააპატიმროს ჟურნალისტები, პოლიტიკური ოპონენტები და ყველა, ვისაც მტრად მიიჩნევს, მის აშკარა განზრახვაზე, განათავსოს ჩვენი აქტიური სამხედრო ჯარი ჩვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ. მაგრამ ამერიკა, ჩვენ უკან არ დავბრუნდებით”, აღნიშნა ჰარისმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება