დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მე - მაქვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მისი კონკურენტის, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მას კი - აქვს.

„ყველაზე დიდი რეაქცია ის არის, რატომ არ გააკეთა ის, რასაც უჩივის? ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, რომ აპირებენ გაკეთებას, არის ის, რისი გაკეთებაც მას შეეძლო სამწელიწადნახევრის წინ. მას დარჩა ოთხთვენახევარი, თუ ხუთი თვე. მას შეუძლია ახლავე წავიდეს იქ და გააკეთოს ყველაფერი, რაზეც საუბრობს და ჩივის, ”- განუცხადა დონალდ ტრამპი Fox News-ს.

Fox News-ის წამყვანმა მართა მაკკალუმმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლა ქალი ამომრჩევლებისთვის დიდ მოწოდებას და იმპულსს მოიცავდა და რომ ჰარისი ცდილობს, უკან დაიბრუნოს ახალგაზრდების ხმა, ლათინოამერიკელების ხმები, აფრო-ამერიკელების ხმები და რომ გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის, ამ მხრივ, ამ ეტაპზე გარკვეულ წარმატებას აღწევს.

„რას აპირებთ? რა არის თქვენი სტრატეგია იმ იმპულსის აღსადგენად, რაც ამ ამომრჩევლებთან გქონდათ?” - მიმართა წამყვანმა დონალდ ტრამპს, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა:

„არა, მას არ აქვს წარმატება, წარმატება მე მაქვს. მშვენივრად ვარ ლათინოამერიკელ ამომრჩევლებთან, აფრო-ამერიკელებთან, ქალ ამომრჩეველთან, რადგან ქალებს სურთ უსაფრთხოება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა