გიორგი ვაშაძე - საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ - 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ

ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოში, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ასევე, ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა.

“ჩვენთვის რა არის მთავარი? - ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზემძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები.

პირობას გაძლევთ, 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ, ძალიან ბევრი საზეიმო დღე გვექნება საქართველოში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ, მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. თინა ბოკუჩავასთან ერთად მსოფლიოს პოლიტიკურ, ძალიან სერიოზულ წარმომადგენლებს, ელიტას შევხვდით. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის