პრემიერ-მინისტრი - კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა - ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„რაც შეეხება, სამართლებრივ პროცესს პარლამენტი, რა თქმა უნდა, იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. სამართლებრივად ძალიან მარტივად არის საქმე, გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით არის ცუდი, ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად ასეთ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს