თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ.

გაერთიანების ინფორმაციით, სენატორი კრის კუნსი პრეზიდენტ ბაიდენთან დაახლოებული პირია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იყო დემოკრატიული პარტიის კონგრესზე.

„ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. სენატორი კუნსი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში და გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას აშშ-ის სენატში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფებიან, სადაც კონგრესის ფარგლებში ისინი არაერთ „დემოკრატ“ სენატორ და კონგრესმენს შეხვდნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა