კახა კალაძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრობლემურია, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი?! - ზურაბიშვილი არის იმ რადიკალური დაჯგუფების თანაპარტიელი და თანაგუნდელი, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს

თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრობლემურია, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი?! - ზურაბიშვილი არის იმ რადიკალური დაჯგუფების თანაპარტიელი და თანაგუნდელი, რომელსაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" წარმოადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.

„ყველას გვახსოვს ის განცხადებები, თუ რას აკეთებდა და რას საუბრობდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრობლემურია, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ რატომ შეაქვს სარჩელი?!

გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს ცუდი და როგორ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. ეს არის იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც დაგეგმილია და იმართება გარედან, უცხოეთიდან. სალომე ზურაბიშვილი არის თანაპარტიელი და თანაგუნდელი იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელსაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა" წარმოადგენს. შესაბამისად, ხალხმა ყველაფერი დაინახა. დღეს არ არის 2012 წლამდე პერიოდი, როგორ იმართებოდა ქვეყანა, რა ხდებოდა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ერთი კაცის ჯიბეში იყო ყველა მედია. დღეს მედია თავისუფლებაა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს დაიწყებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს