ლაშა ბაქრაძე - ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება

პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზა ჩახერგა.

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანი უკვე მოიტანა, ფაქტობრივად ჩახერგა გზა ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, "ქართულ ოცნებასთან" ერთად ამ გზაზე სიარული უკვე შეუძლებელია.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროატლანტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, რიტორიკის დონეზე ჯერ კიდევ ახსენებენ ევროპის კავშირს, მაგრამ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება" საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება.

აცხადებენ, რომ შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ, მაგრამ რას გულისხმობენ თავად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ძალიან ბუნდოვანია...

თუ საუბარია ტერიტორიული მოწყობის შეცვლაზე, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ფიქრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონფედერაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აღიარებენ ე.წ. ხელისუფლებას, რომლებიც ამ რეგიონებშია, ეს კი იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე", - აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ასობით ათასი ადამიანის ნებას უარყოფს, ის აღარ არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება.

“ჩვენ ვნახეთ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა პარისის შთამბეჭდავი გამოსვლა. ამ გამოსვლის, მკვეთრად, საპირისპირო იყო „ქართული ოცნების“ გზავნილები, თუ რა უნდათ და როგორ უნდათ სახელმწიფოს მოწყობა.

პირველი პუნქტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და ცნობილია, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უწოდებენ. ეს არის დაანონსებული დიქტატურა და, რასაკვირველია, ასეთ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ევროპის კავშირის წევრი გახდეს, მიუხედავად მათი რიტორიკისა, რომ თითქოს აინტერესებთ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მოძრაობდეს.

ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით კარი დაიკეტებოდა. კიდევ ერთხელ, როდესაც „ქართული ოცნება“ უარყოფს ასობით ათასი ადამიანის ნებას, ხედვასა და ინტერესებს, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება. ისინი ხაზინის ქურდები, კონფორმისტები და დაშინებული საჯარო მოხელეები არიან. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს, რათა მან იაროს წინ, ევროპული მომავლისკენ,”- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი