რომან გოცირიძე - დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა - „ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა

„ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა - მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს! - ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დელეგატებად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. დეპუტატის აზრით, დელეგატებთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

„ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონალურ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს. ეს ის სისტემაა, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს