გაერო - ისრაელის ევაკუაციის ბრძანების შედეგად, ღაზას მოსახლეობის 90% იძულებით გადაადგილებულია

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მუჰანად ჰადი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანებები უფრო საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ვიდრე იცავს მათ.

მისი თქმით, ოქტომბერში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ისრაელის ევაკუაციის ბრძანებამ ღაზაში 2.1 მილიონი მცხოვრების 90%-ის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. მუჰანად ჰადის ცნობით, მხოლოდ აგვისტოში ევაკუაციის 12 ბრძანება გამოიცა, რამაც 250 000 ადამიანი აიძულა, კვლავ გადაადგილებულიყო.

„ისინი აიძულებენ ოჯახებს კვლავ გაიქცნენ, ხშირად ცეცხლის ქვეშ და მხოლოდ იმ მცირეოდენი ნივთებით, რისი თან წაღებაც შეუძლიათ გადატვირთულ, დაბინძურებულ და ღაზას დანარჩენი ნაწილის მსგავსად სახიფათო ზონაში“, - აღნიშნულია მუჰანად ჰადის განცხადებაში.

მისი თქმით, ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი მათი გადარჩენისთვის აუცილებელ სერვისებზე, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებზე, თავშესაფრებზე, წყლის ჭებსა და ჰუმანიტარულ მარაგებზე.

„მშვიდობიანი მოქალაქეები დაქანცულები და შეშინებულები გარბიან ერთი დანგრეული ადგილიდან მეორეში, უსასრულოდ. ამის გაგრძელება შეუძლებელია. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას“, - განაცხადა მუჰანად ჰადიმ.

მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, მძევლების გათავისუფლება, ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში