სალომე ზურაბიშვილი - ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს.

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!

მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს