სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც ვერ ექნება - წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დიქტატურას აანონსებს, ეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდება

წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დიქტატურას აანონსებს და ამით გადის არჩევნებზე. ეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდება, მაგრამ ამას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად აკეთებს, რომ რაც შეიძლება მყარად გადაკეტოს საქართველოსა და ევროკავშირის შორის კარი, - ასე შეაფასა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, წინასაარჩევნო გარემო და ქართული ოცნების ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის მთავარი სალაპარაკო თემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონებაა.

„ამ ქმედებებისა და განცხადებების გამო არის შეჩერებული საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობები. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ერთიანობით, ქართველი ხალხი - „ქართულ ოცნებას“ განაჩენს გამოუტანს.

ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გაოცებულია, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვქონდა, რომ პარტია რომელიც არჩევნებზე გადის - ხალხის დასაქმებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, ბავშვთა შიმშილსა და სხვა ბევრ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრებდა. მაგრამ მათ ოპოზიციის დაპატიმრების, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებისა და დიქტატურის დამყარების დაპირება გასცეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაოცებულები არიან, მაგრამ ვიცით, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომლებსაც არაფერი საერთო ქართველ ხალხთან არ აქვს.

ირაკლი კობახიძე რასაც მას თავისი პატრონი უბრძანებს, უარს არ იტყვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამის საშუალება არ ექნებათ, რადგან 26 ოქტომბერს გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდებიან. რაც არ უნდა ისაუბროს, კობახიძე, ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, დასრულებულია მათი მმართველობა, რაც უფრო მეტს იტყვიან, რაც მეტს ილაპარაკებენ დაშინებაზე, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებიან.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, საქართველოს ყველა მოქალაქე რომ გააქრონ, ამაზეც მოაწერს ხელს კობახიძე. მათი ერთადერთი სალაპარაკო თემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონებაა.

შემდეგი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ვერ ექნება, ისინი ვერ დააკომპლექტებენ მთავრობას, „ქართული ოცნება“ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მათი ეს დამუქრებები და ბოდვითი დაპირებები დღის სინათლეს ვერ ნახავს. დაითვალონ თავიანთი მანდატები!“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისსა და რეგიონებში წარდგენილ დელეგატებს და განაცხადა, რომ ისინი დელეგატად სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობით არიან წარდგენილი.

„ვერანაირი დელეგატი „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის. დელეგატად წარდგენილებს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებიათ. რომელიმე დელეგატი დაასახელონ, რომელმაც ხალხისთვის რაიმე დადებითი გააკეთა, 1 ოჯახი მაინც თუ ამოუყვანიათ სიღარიბიდან? ისინი შერჩეულები არიან ბიძინა ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობით. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც ვერ ექნება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე