პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, „უკრაინის გამარჯვება მსოფლიოში მშვიდობის და პროგრესის გამარჯვება იქნება და ეს დღეც მალე დადგება!“

„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია ქვეყნისათვის, რომელიც ვერ გატეხეს და ვერ დაამარცხეს, რომელიც მზადაა იბრძოლოს და გაიმარჯვოს! უკრაინის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, უკრაინელი და ქართველი ხალხი იბრძვის მხარდამხარ, ასე იყო მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, სწორედ უკრაინელი მებრძოლები იდგნენ ქართველების გვერდით და ასეა ახლაც, როცა რუსეთი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო. ქართველების გმირობის შესახებ უამრავ ამბავს მოგიყვებიან.

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, სახელმწიფოსი რომლის გამარჯვებაც მსოფლიოში მშვიდობის და პროგრესის გამარჯვება იქნება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს დღე მალე დადგება!

ვულოცავთ ამ დღეს უკრაინელ ხალხს, ყველას ვისაც სჯერა, რომ მსხვერპლი, რომლითაც დამოუკიდებლობა ამ დღემდე მოიტანეს არის მსხვერპლი, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მშვიდობიანი, განვითარებული და უსაფრთხო ევროპის იდეის დასაცავადაა გაღებული.

უკრაინა გაიმარჯვებს, რუსეთი დამარცხდება და ამ მარცხს კიევსა და თბილისში ერთნაირი სიხარული მოჰყვება.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! Слава Україні!“ - ნათქვამია მილოცვაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის