ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

„უკრაინამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა. ცივილიზებული სამყარო უკრაინის მხარეს დგას - სწორ მხარეს. ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინა აგრესორს მშვიდობის დამყარებას აიძულებს. დამოუკიდებლობის დღეს, გულწრფელი მილოცვა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას! უკრაინა, ჩვენ შენთან ვართ“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის მამაცო ხალხო! ლიეტუვაში ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდება, გაძლიერდება და განვითარდება. ლიეტუვა კვლავაც თქვენი ძლიერი მხარდამჭერი იქნება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ!“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

უკრაინას დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმაც მიულოცა.

„თქვენ გამბედავი, ძლიერი და შეუპოვარი ერი ხართ. უკრაინელები მსოფლიოს ამას ისევ და ისევ უმტკიცებენ. უკრაინა აგრესორს დაამარცხებს, ლატვია კი თქვენს გვერდით იქნება. დიდება უკრაინას!“ - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია