ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს

ჭიათურაში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების ბლოკირებას განაგრძობს. შეკრებილები 165 დღეა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერებას და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

დღეს, აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ და საჩხერეში მსვლელობით გადაინაცვლებენ.

ადგილობრივების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას და კომპანიისგან კომპენსაციის მიღებას.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს