სოფელ ჭორვილასთან ხმაური იყო - ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

ხმაური იყო სოფელ ჭორვილასთან. ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

ჭორვილაში მცხოვრებლებმა, აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს.

მათი თქმით, პროტესტი ჭიათურაში გააგრძელონ, სოფელში კი ხმაურს არ დაუშვებენ.

„პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალისტებით, პროვოკაცია გსურთ და არაა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ მოგცემთ უფლებას შეხვიდეთ სოფელში”, - მიმართეს ადგილზე მყოფებმა აქციის მონაწილეებს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 165 დღეა აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისვლას აპირებდნენ, რათა მისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობის დახმარება ეთხოვათ.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები შუქრუთში დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების გაჩერების მოთხოვნით, ადგილობრივი მოსახლეობა აქციის გამართვას გეგმავდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ადგილობრივი მაღაროების მუშაობის გაჩერება და კომპანიის მხრიდან კომპენსაციების გაცემაა.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც მაღაროების ბლოკირებას ახდენენ, კომპენსაცია მოღებული აქვთ და ამჯერად, დამატებით თანხებს მოითხოვენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე