ვასო ურუშაძე - ბათუმის გზის მშენებლობა „ქართული ოცნების“ მიერ ხალხის რესურსების მიტაცების, კორუფციისა და კლანური მართვის თვალსაჩინო მაგალითია, ერთიანობით 26 ოქტომბერს დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებს

ბათუმის გზის მშენებლობა „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცების, კორუფციისა და კლანური მართვის თვალსაჩინო მაგალითია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა მდივანმა ვასო ურუშაძემ, ბათუმის შესასვლელში, გვირაბთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანახევროდ გაკეთებულ შემოვლით გზას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, მოჩვენებითად ხსნის, ხოლო წინა ხელისუფლების პირობებში პროცესი 2017 წელს იქნებოდა დასრულებული და ადამიანებს დაუსრულებელ საცობში დგომა არ მოუწევდათ.

„წინასაარჩევნოდ მოჩვენებითად, ისიც სანახევროდ რომ გახსნან ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთი, მთელი ზაფხული ადამიანები საათობით საცობში დააყენეს. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სამჯერ გადავადდა და ჯერ კიდევ დაუსრულებელია, თავდაპირველად მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით გაიცა ახალი დაპირება, რომელიც ითვალისწინებდა პროექტის 2022 წელს დასრულებას, შემდგომ 2023 წლის დაპირებით საბოლოოდ პროექტის დასრულება 2024 წელსაა განსაზღვრული.

მიუხედავად ვადების სამჯერ უხეში დარღვევისა, მშენებელ კომპანიას არ დაკისრებია არავითარი ვალდებულება, ფინანსური სანქცია ან ჯარიმა, რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლება იმყოფება კორუფციულ გარიგებაში მშენებელ კომპანიასთან.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ნათელი მაგალითია იმისა, რას იწვევს „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცება, კორუფცია და კლანური მართვა: 2020 წელს დასამთავრებელი საქმე დღემდე არაა დამთავრებული.

რა არის შედეგი? - ხელიდან გაშვებული უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა, შექმნილი სამუშაო ადგილი, შემოსავალი ბათუმელების ოჯახებში, საცობებით გაწვალებული ათიათასობით მგზავრი თუ ადგილობრივი, გამონაბოლქვით დაზიანებული გარემო და ჩვენი ჯანმრთელობა.

ეს მოაქვს კლანურ-მაფიოზურ მმართველობას და კორუფციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხს, გახლეჩილი ოჯახებს.

მაგრამ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ხალხზე. ესაა „ქართული ოცნება“, რომელიც თესავს ტყუილსა და სიძულვილს, აპირისპირებს საზოგადოებას, ყოფს ხალხს, ხლეჩს ოჯახებს და აიძულებს საზღვარგარეთ გაქცევას.

ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით მოვერევით. ერთიანობით დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს და გამარჯვების შემდეგაც ერთიანობით აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და გადავჭრით ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებს", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს