არმაზ ახვლედიანი - ერთი მხრივ, ღიმილის მომგვრელია ამ უკვე წასულთა ასეთი ბაქიბუქი, მეორე მხრივ, ვხვდებით, რომ ივანიშვილს პირდაპირი შეკვეთა კრემლიდან აქვს, ჯერ კიდევ გააჩნია იმის რესურსი, რომ იმავნებლოს

ღიმილის მომგვრელია ამ უკვე წასულთა ასეთი ბაქიბუქი - ივანიშვილის დაჯგუფებაში კარგად ესმით, რომ მათი დღეები დათვლილია და ქართველი ხალხი მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, ქართველი ხალხი საქართველოს ევროპულ მომავალს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ დაუთმობს.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ერთი მხრივ, ღიმილის მომგვრელია ამ უკვე წასულთა ასეთი ბაქიბუქი. მეორე მხრივ, ვხვდებით, რომ ივანიშვილს პირდაპირი შეკვეთა კრემლიდან აქვს, ჯერ კიდევ გააჩნია იმის რესურსი, რომ იმავნებლოს. ეს სხვა არაფერია თუ არა დაანონსება ტერორისა. ვფიქრობ, ივანიშვილის დაჯგუფებაში კარგად ესმით, რომ მათი დღეები დათვლილია და ქართველი ხალხი მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. თუმცა, არასდროს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანით არჩეული მთავრობა, ანუ ჩვენ, კოალიციური ერთობა არ განვიზრახავთ იმას, რასაც ეს მავნებლები და კრემლის დაკვეთის შემსრულებლები ახლა ასრულებენ და საქართველოში აპირებენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნების“, ისევე როგორც უბრალო უმრავლესობა „ქართული ოცნების“, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა მიიტაცა, ბოლომდე გააყალბა და ჩვენ შევარჩინეთ. ჩვენი ერთიანობა, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ქართველი ხალხი არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილს დავუთმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი მომავალი. შესაბამისად, ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რა ბეწვის ხიდზე გადის, რას და ვის ეთამაშება.

რაც შეეხება იმას, რომ მანდატების გაუქმება განიზრახა, დღეს უკვე ჩვენი ყველა პარტნიორი ივანიშვილის მავნებლურ, დანაშაულებრივ მისწრაფებებს, სურვილებს გმობს. ქართველი ხალხი კი ნამდვილად, ამის შემყურე და გამგონი უფრო მეტი შემართებით, ერთიანობით მას პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და მმართველებიდან მოიშორებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მოსალოდნელია, თუ არა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებები დაიწყოს, ახვლედიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია“.

„რა თქმა უნდა, წამსვლელია. ვინმე დამისახლებს კი რამეს ისეთს, რაზეც ივანიშვილი წამსვლელი არ არის? - ვერავინ. ყველაფრის მკადრებელია და ყველაფერზე წამსვლელია, მით უფრო, როცა ხვდება, რომ მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია. ამიტომაც, როგორც არასდროს, ოპოზიციას მართებს გონივრული ერთიანობა, ერთიანობა საქართველოს გამარჯვების იდეის ირგვლივ, რომ ამით ქვეყანაში სწორი, მიზანმიმართული მუხტი შევქმნათ და რაც შეიძლება საგრძნობი უპირატესობით დავამარცხოთ ივანიშვილის მავნებლური, პუტინისტური რეჟიმი“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე