პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალციხის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალციხის ოფისი გახსნა.

როგორც ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, არჩევნებზე რეალური ცვლილება უნდა დაიწყონ.

„მინდა გითხრათ, რომ ყოველდღე ვცდილობ ვიყო სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. მინიმუმ ორჯერ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს ცვლილებები, ამ ორჯერ მეტს შორის ბევრი და არც თუ ისე ცოტაა, ვისაც ცვლილებები სურს, მაგრამ უიმედოა. ნელ-ნელა მათში ეს უიმედობა ქრება და იმედიც გაჩნდება. ახალციხელებმაც, თითოეულმა მოქალაქემ ერთმანეთი უნდა გავამხნეოთ, რომ გვჯერა და გვწამს ცვლილებების. ახლა ისე, როგორც არასდროს მჯერა ცვლილების! ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში, თითოეულ ახალციხელს გაუჩნდეს იმედი უკეთესი და ბედნიერი მომავლის. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, განწყობა და მტკიცედ დგომა არის ჩვენი გასაღები, ასევე პრინციპულობა და უკომპრომისობა.

ჩვენ გვინდა რეალური ცვლილება. მაგალითად, თბილისი არის ისეთი ოპოზიციური, როგორც არასდროს, ასეა რეგიონებშიც. ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რეალური ცვლილება დავიწყოთ”, - განაცხადა მელიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს