იგორ ნარმანია - ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ

ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო ავაშენოთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უამრავი სასარგებლო პროექტი შეაჩერა.

„როდესაც ბათუმში ჩამოვდივართ, ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ერთიანი ძალისხმევის შედეგებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა. უამრავი პროექტი შეაჩერა, მათ შორის, „როიალ კარიბიანი“, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტებს უნდა ესწავლათ და დღეს ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი, რომლებსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, განათლების მისაღებად ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ, 26 ოქტომბრის შემდეგ, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენს ქვეყანაში დავაბრუნოთ და ერთად ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა - ახალ გუნდთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძესთან ერთად“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს