შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს - მიხარია თქვენი პატრიოტული ჩაცმულობა, ქართული დროშით შემკული - ადამიანს თავისი სამშობლო თუ არ უყვარს, სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებს

ეგოისტი არც ადამიანი ვარგა და არც სახელმწიფო. ადამიანი თუ საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, ის სხვა ხალხზეც ვერ იფიქრებს. ადამიანს როცა არ უყვარს საკუთარი ოჯახი, ის სამშობლოსაც ვერ შეიყვარებს, თავისი სამშობლო თუ არ უყვარს, ის სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებს. მიხარია თქვენი ასეთი პატრიოტული ჩაცმულობა, ქართული დროშით შემკული, პატრიოტულად რომ ხართ გამოწყობილი,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამშობლოში მოგზაურობის, ახალგაზრდული ბანაკებისა და საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მიხარია ინტერესი რომ გაქვთ ბანაკის მიმართ და ეს ინტერესი გადაიზრდება ლაშქრობების ინტერესში. მშვენიერი ქვეყანა გვაქვს ბევრი რამით, ბუნებით, კულტურით ისტორიით, სახელმწიფო მოწყობით და ჩვენი დემოკრატიითაც, რომლითაც ბევრს შეგვიძლია მაგალითი მივცეთ. დღეს ჩვენ გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპი ეკონომიკური ზრდის, დღეს ჩვენ ბევრ ევროპულ, ევროკავშირის წევრ ქვეყანას ვუსწრებთ მრავალი პარამეტრით. რაც მთავარია, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არასდროს არ დაუხევია იქ, სადაც ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს ღირსეულ მონაწილეობაზე ისაუბრა.

„ჩვენ, თაობამ, რომელმაც თქვენი ასაკი 90-იან წლებში გამოვიარეთ, დანამდვილებით ვიცით, რომ არ გვაქვს უფლება მისხალი შეცდომა დავუშვათ. ბოლო თორმეტმა წელმა ეს აჩვენა. როგორღაც ისე მოახერხა ამ ხელისუფლებამ, რომ არცერთი ომი აღარ დაწყებულა. ეს გვაფიქრებინებს სწორედ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ქართველი ხალხის ხელში.

ჩვენ თავგანწირვაც ვიცით, ძმობაც, მეგობრობაც და ასევე ვიცით როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და როგორ არ დავაყენოთ საფრთხის ქვეშ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შაორის ბანაკი წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მასპინძლობს. ბანაკმა 2024 წლისთვის ჯამში 800-მდე ახალგაზრდა 8 ნაკადად მიიღო. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მიეცათ.

შაორის ბანაკში შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, ბექა ოდიშარია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეპუტატი გოჩა ენუქიძე, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო