ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი

„ქართული ოცნების“ თვამჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.

„დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას რაც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს - ეს არის მშვიდობა!

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში! 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში უწევს ცხოვრება რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს, გამოვიარეთ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე, სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მუდმივი, უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს