შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ გაბედოს არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი

ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ყველას მეგობრებსაც და მტრებსაც აჩვენოს, თუ რას ირჩევს და რომელ მხარეს დგას.

,,სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც, რას ვირჩევთ, რომელ მხარეს ვდგავართ: ვინარჩუნებთ ჩვენს ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ იდენტობას, თუ ვითქვიფებით სხვათა ცხოვრების წესში? ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ? ვიცავთ ჩვენი ხალხის ინტერესებს, როგორც ეს ომში არშეყოლით გავაკეთეთ, თუ წითელ ხალიჩაზე და ფოჩიან კანფეტებზე ვიყიდებით, როგორც ამას ოპოზიცია აკეთებს? ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოზაციას, როგორც ამას ოპოზიციის პირით გვითვლიან? ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს? ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ? მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მჯერა, რომ ჩვენი შვილები სწორედ ისეთ საქართველოში იცხოვრებენ, როგორზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ, რადგან ასეთია კანონზომიერება - ბოროტს ყოველთვის დაძლევს კეთილი. მაგრამ ბოროტის ძლევა თავისით არასდროს მოდის. კეთილის გამარჯვებას ბრძოლა სჭირდება და დღეს ეს ბრძოლა 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა დავდგეთ და საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო! შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია