პრემიერი - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო - საქართველო იქნებოდა იმაზე ბევრად მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა - უკრაინა

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა - უკრაინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას - „ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული“.

„ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია ჩემ მშობლიურ კუთხეში - რაჭაში სიტყვით გამოსვლა, მივესალმები ბატონ გოჩა ენუქიძეს, ამ რეგიონის არაჩვეულებრივ დეპუტატს. ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.

თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად არ მიესადაგება ქართულ კულტურას - ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ შემდეგ აქეთ გვსაყვედურობენ. ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის. ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება.

ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის. მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ მფლობელებს ართმევდა ტელევიზიებს, აყალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად, დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა - უკრაინა.

ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე, ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის“,- აღნიშნა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო