შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და „ენჯეოები“ როგორ ებრძვიან დემოკრატიასა და გამჭვირვალობას - ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები

ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და „ენჯეოები“ როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს - გამჭვირვალობას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები - საზოგადოება დაინახავს, რომ სინამდვილეში დიდი ალბათობით, მათ შორის „ენჯეო“ სექტორში არის კორუფცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებს გამოეხმაურა.

„ვხედავთ, გაერთიანებული ძალებით ოპოზიცია, პრეზიდენტი და „ენჯეოები“ როგორ ებრძვიან დემოკრატიას და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს - გამჭვირვალობას. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურთ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. საბოლოოდ, სადამდე მივდივართ? ის ფინანსები, რომელიც დაფარულია, არ უნდათ, რომ საჯარო გახდეს. რა უშლით ხელს? კი ბატონო, დავივიწყოთ კანონი და რეესტრი, თავად, საკუთარი ინიციატივით ამდენი პერიპეტიების შემდეგ, რატომ არ ამბობს არცერთი დონორი და „ენჯეო“ მზად არის ნებაყოფლობით გაასაჯაროოს ფინანსები?! რა უშლით ხელს ამაში, თუ თავად ამბობენ, რომ გამჭვირვალობა კარგია და რეესტრი არ მოსწონთ. აქ არის დაფარული მთავარი საკითხი - მათ პრობლემა არათუ კანონსა და რეესტრთან აქვთ, პრობლემა აქვთ ის, რომ გასაჯაროვდება ფინანსები, ხალხი დაინახავს, სინამდვილეში სად მიდის ეს ფული. ეს ფული მიდის ეკლესიის საწინააღმდეგო პროპაგანდაში, ეს ფული მიდის ლგბტ პროპაგანდაში, ძალადობრივ ორგანიზაციებში. დაინახავს საზოგადოება, რომ სინამდვილეში დიდი ალბათობით, მათ შორის „ენჯეო“ სექტორში არის კორუფცია, როდესაც ერთი და იგივე სახეები არიან დაკონტრაქტებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. ფაქტობრივად, შექმნილია ერთი „ენჯეო“ ექსპერტების კლანი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს გადის, ერთი და იგივე ხალხია ამ ყველაფრის მონაწილე. კორუფციის ნიშნებია, როდესაც ერთი ერთი ორგანიზაცია მეორე ორგანიზაციის წარმომადგენელს აკონტრაქტებს, შემდეგ იგივე ორგანიზაცია ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს.

რაც შეეხება სარჩელს, როგორ შეიძლება გამჭვირვალობას ჰქონდეს პრობლემა კონსტიტუციასთან. პირიქით, გამჭვირვალობა საფუძველთა საფუძველია სახელმწიფო მოწყობის. საქართველოში ყველა კონსტიტუციური ორგანო დამოუკიდებელია, ეს არაერთხელ დადასტურებულა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო 29 აგვისტოს დაიწყებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს