პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ მცხეთის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ მცხეთის ოფისი გახსნა.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მცხეთა არის ევროპული ისტორიისა და ქართული კულტურის ერთობლიობის ნათელი მაგალითი, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება წარმატებული და დიდი პოტენციალის ქალაქი.

„ევროპული ისტორია დაიწყო ამ ქალაქიდან. მცხეთა ევროპული ისტორიული ქალაქია. აქ ცხოვრობენ დევნილები, რომლებიც ასევე იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას. მცხეთა არის ქართული კულტურა, ისტორიული წარსული და ისტორიული, ევროპული მომავალი. თითოეული მოქალაქის ჩართულობა ამ არჩევნებზე არის მნიშვნელოვანი, ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილი. ხალხი მზად არის ცვლილებისთვის, ჩვენი კოალიცია ამ ცვლილებებში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება