მამუკა მდინარაძე - უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ

2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი ის მთავარი საკითხი, რომლის გამოც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.

„როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ და ამისათვის სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოსცდებათ კიდევაც რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დასჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ ხომ?! იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, ჩვენი ოპოზიციიდან, არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი იმარჯვებს და ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. მაგრამ, როდესაც „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი, თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება და ამისათვის კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ.

ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ მშვიდობით, ჩვენ ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის