შალვა პაპუაშვილი - ცოტა მიკვირს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან - პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ, ასევე მოლდოვამ - ეს სამართლებრივი პროცესის ნაწილია

ცოტა მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან - ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები ფრთხილად იყვნენ აქ, არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და იდეოლოგია გასამართლდეს საქართველოში.

„შეგახსენებთ, საქმეს „ოჩიგავა საქართველოს“ წინააღმდეგ, რომელიც 1 წლის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. პირდაპირ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ საქართველოში, ციხეებში იყო შექმნილი წამების სისტემა. სისტემური წამება იყო!

ამას ქმნიდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია. ამიტომ, ცოტა მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. ვისურვებდი, ყველა დემოკრატიული და სამართლებრივი მექანიზმების ერთგული ვიყოთ. მათ შორის, პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში. ეს არის სამართლებრივი პროცესის ნაწილი. საჯარო და ღია პროცესზე ვსაუბრობთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო მოვლენებით, უძღები შვილებივით უკან დაბრუნდნენ ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები „ნაციონალურ მოძრაობაში“, სინამდვილეში ტექნიკური დაშლები არაფერს ნიშნავს, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობის“ ნაწილები არიან.

მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და იდეოლოგია გასამართლდეს საქართველოში. ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები ფრთხილად იყვნენ აქ, არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„ჩვენ ოპონენტებს არ ვარჩევთ და ვირჩევთ. ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ ვისი ოპონენტი უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ასეა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო