მედია - რუსეთის „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხები: Baza, Mash და Astra ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ენგელსში მდებარეობს აეროდრომი, სადაც TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მაღალი შენობა, 38 სართულიანი შენობა დაზიანდა.

დრონებით იერიშის ფაქტი სარატოვის ოლქის გუბერნატორმა. რომან ბუსარგინმა დაადასტურა.

მისი თქმით, ნამსხვრევები საცხოვრებელ კომპლექს Volga Sky-ში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსიდან სამხედრო ნაწილამდე და ენგელსის სამხედრო აეროდრომამდე - 12 კილომეტრია.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, 9 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე, 3 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო ბელგოროდის, ბრიანსკის და ტულას ტერიტორიებზე და ასევე თითო-თითო ორიოლისა და რიაზანის ოლქების ტერიტორიებზე ჩამოაგდეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს