შიიტი მუსლიმები „ალ-არბაინს“ აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები „ალ-არბაინს“ აღნიშნავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით შიიტი მუსლიმები სამგლოვიარო ცერემონიებს ატარებენ.

„დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების, 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან „ალ-არბაინს“ (მეორმოცე დღეს). „ალ-არბაინთან“ დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა