ბექა ოდიშარია - საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? - ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული „ქართული ოცნების“ პროქართულ იდეოლოგიასთან

თუ შეთქმულების თეორიაა, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? - ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა, ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.

ოდიშარიას თქმით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ასეთივე ინტერესები იკითხება სხვა პოლუსებიდანაც.

„თუ შეთქმულების თეორია, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა “ქართული ოცნების” რიტორიკას და მეორე მხრივ მხარს უჭერს “ქართული ოცნების”, ნამდვილად ქართული პარტიის, დაბრენდვას რუსულ პარტიად, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი “პარტნიორი” რუსები, რომ არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? იმაზე ვთანხმდებით, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აზიანებს. მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელშიც ერთიანი, ძლიერი საქართველო არ შედის. ამას დიდი ანალიტიკა არ სჭირდება. რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.

სამწუხაროდ, ასეთივე პოლიტიკური ინტერესები და მერკანტილური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იკითხება არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სხვა პოლუსებიდანაც. სწორედ ამ საფრთხეებიდან თავის აცილების პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება”, რაც არავის აწყობს. შესაბამისად, ვერანაირი რიტორიკა, ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ, პატრიოტულ, სუვერენულ იდეოლოგიასთან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს