გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - თავშესაფარში გადაყვანილი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.

მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.

„ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. თავიდან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკვებზე. მას შემდეგ, რაც ერთი ლეკვი მოკვდა, დავიწყეთ ახლო მდებარე ზოლში ძაღლების ხელახლა აცრა და შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი გადმოვიყვანეთ დაკვირვების ქვეშ - ჯამში, 90 ძაღლი, საიდანაც 14 მოკვდა. ჩვენ სააგენტოში კარანტინი გვაქვს. ვოლიერებში ჰიგიენური ნორმები დაცულია. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება. იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

წინა წლებში რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ეტაპზე ცოფი მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს