ნინო წილოსანი - არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან - იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ - რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს

არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან - იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ - რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.

წილოსანის თქმით, წელიწადში რამდენჯერმე საქართველო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე იყო და ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ნათელი, ვის ინტერესებში იყო ეს.

“არ ვეცნობი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენი ოპოზიცია და მისი მეგობარი, პარტიული ტელევიზიები ამ განცხადებებს წამოწევენ ხოლმე. საინტერესოა, რომ რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა და აწყობს ოპოზიციურ ნარატივს და სწორედ ამისთვის იყენებენ ამ შემთხვევაში, ამ განცხადებასაც. არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან, იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ახლახან ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ. ქართველი საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ არა გარედან შემოსულ განცხადებებზე, არამედ შიგნით არსებულ სიტუაციებზე დაყრდნობით გააკეთოს დასკვნები. ეს დასკვნები არის ფაქტი, რომ ყოველ წელს წელიწადში რამდენჯერმე ჩვენი სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, აფინანსებდა... ვინ ასრულებდა, ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ნათელი არაა, ვინ უკვეთავდა ამ ყველაფერს და ვის ინტერესში იყო. ჩვენ მიერ მიღებული “გამჭვირვალობის კანონი”, ვფიქრობთ, დიდწილად დაეხმარება თეთრის და შავის გარჩევას. ვინ არის ამ ქვეყნისთვის მტრულად თუ მეგობრულად განწყობილი და რა ფორმით ეხმარება ქვეყნის განვითარებას, ეს კარგად გამოჩნდება “გამჭვირვალობის კანონის” სრულად ამოქმედებით”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.

უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს