დმიტრო კულება - რუსეთი აგრძელებს მხდლურ ომს - არსებობს ორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებითაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რომ დაგვეხმარონ რუსული ტერორის დასრულებაში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ მიიღონ ორი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს რუსული ტერორის დასრულებას.

„დღეს დილით, რუსეთმა მასიური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელა უკრაინის 15 ოლქზე, რომლის უპირველესი სამიზნე კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული სისტემა იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ასევე დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები. რუსეთი აგრძელებს მხდლურ ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს. არსებობს ორი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ, რათა დაგვეხმარონ რუსული ტერორის უფრო ადრე დასრულებაში. პირველი, დაადასტურონ რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეზე უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების განხორციელება. მეორე, განაცხადონ თანხმობა პარტნიორების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მათი საჰაერო სივრცის მახლობლად რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოყენებაზე“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ესკალაციას არც ერთი ეს გადაწყვეტილება არ გამოიწვევს. პირიქით, ისინი შეაკავებენ რუსეთს, ხელს შეუწყობენ ტერორისა და რუსული თავდასხმების რაოდენობის, აქედან გამომდინარე კი მსხვერპლის შემცირებას.

„იმოქმედეთ ახლა და არა მოგვიანებით. დაგვეხმარეთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში“, - განაცხადა კულებამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს