ნიკა მელია - რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, 24 საათი ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა - „ქუდზე კაცი“ ნამდვილად მოვა, მაგრამ არა მის სასარგებლოდ

მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი სჭირდება, ბიძინა ივანიშვილი კი, „სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს“.

„გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოფილი, გარანტირებული იქნება დემოკრატიული ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის და მას შემდეგ, რაც საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების, ევროკავშირის წევრი და მდიდარი სახელმწიფო გხდება. ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ საუბრობს იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს, „ქუდზე კაცი“ ნამდვილად მოვა, ვეთანხმები, მაგრამ არა მის სასარგებლოდ, არამედ მის საწინააღმდეგოდ. ის ერთი მხრივ, თავის მხარდამჭერებს ანუგეშებს, მეორე მხრივ, ცდილობს, ადამიანები დაიყოლიოს, მაგალითად, საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ სახელით 73-ედ რეგიონის წარმომადგენელს რომ წერენ, მას არ სჯერა, რომ პარლამენტში მოხვდება, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს, ეს კატეგორიაც დაარწმუნოს, რომ ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის. ეს შიდა პარტიული ხრიკია, რომელსაც ის იყენებს, არაფერი საერთო მას არ აქვს ხალხის განწყობასთან.

ვფიქრობ, მას პირველ რიგში, შიში საკუთარ თავში აქვს დიდი დოზით დანერგილი და დათესილი. ამიტომაც, ის პრაქტიკულად, როგორც ჩანს, ყველა შეხვედრას დაესწრება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ატარებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გარდაუვალია მშვიდობიანი გზით, მაგრამ ამას სჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი, მდიდარი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე იბრძვის და სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ანადგურებს. შეუძლებელია, ევროკავშირის წევრობა გინდოდეს და ამ დროს იმუქრებოდე, რომ ყველა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება გაუქმებული და ყველა პარტია განადგურებული იქნება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო ქომაგები, დიახაც, ერთად თავიანთ სიტყვას იტყვიან 26 ოქტომბერს, გაყალბება ამ ქვეყანაში გამორიცხული იქნება, ივანიშვილი არჩევნების შედეგებს ვერ გადაწერს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველი საზრუნავია ბევრი ქართველისთვის, თუმცა, ეს მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარების პირობებში ვერ მოხდება. მთელი ტერიტორია, რაც საქართველოშია, რაც ოკუპაციას გადაურჩა, რუსული პოლიტიკის მიერაა ოკუპირებული და ივანიშვილი მისი პერსონიფიკაციაა. ის ამით ცდილობს ეროვნული მარცვალი, ინტერესი, საკვები მისცეს საზოგადოებას, თითქოს, რაღაც ჩაფიქრებული აქვს, დიდ თამაშს თამაშობს და ასეთი უცნაური გამოხტომები უნდა ეპატიოს, ვინაიდან დიდი ეროვნული მოღვაწეა, რომელმაც იცის, ერი როგორ უნდა გააერთიანოს. რა ერი უნდა გააერთიანოს, რომელი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ადამიანი 24 საათი აგრესიაზე, ძალადობაზე საუბრობს, შურს, ურთიერთდაპირისპირებას ახალისებს, ქვეყნის მოსახლეობა ერთმანეთს გადაკიდა. ხელისუფლება, რომელიც ამაში ხარჯავს თავის ენერგიას, ის ვერასდროს გააერთიანებს ქვეყანას, მითუმეტეს, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს. ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი სახელმწიფოს პირობებში აღდგება, ძლიერი სახელმწიფო „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ვერ იქნება“, - განაცხადა მელიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე