ნიკა მელია კოალიციის სიღნაღის ოფისის გახსნაზე - სიღნაღი იარსებებს, კახური ღვინოც იქნება, შობაც დადგება, მარიამობაც დადგება, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო აღარ გვქონდეს - მოქალაქეები დაიჯერებენ ცვლილებების გარდაუვალობას

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, “გირჩი“, „დროამ“ სიღნაღის ოფისი გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ სიღნაღი უდიდესი ისტორიის მატარებელი ქალაქია, ევროპული ქალაქია, სადაც სექტემბრიდან სხვა მუხტი და შემართება იქნება, ოქტომბრის დასაწყისში კი შეიქმნება კლიმატი, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცვლილებების ენერგიას იგრძნობენ.

„2013 წლამდე ბევრ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, მეტ-ნაკლებად ვგრძნობდი შანსს, ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი, გაცილებით ბევრნი ვართ, ვისაც ცვლილებები გვინდა. აქტიურ ნაწილზე არის პასუხისმგებლობა ცვლილებების რწმენა უფრო ბევრ ადამიანს გადასცეს. ეს არ არის არჩევანი „ვიღაცამ უნდა წააგოს, ვიღაცამ უნდა მოიგოს“. სიღნაღიც იარსებებს, კახური ღვინოც იქნება, შობაც დადგება, მარიამობაც დადგება, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო აღარ გვქონდეს. ეს გამოწვევა შემოგვთავაზა ივანიშვილმა. სიღნაღი უდიდესი ისტორიის მატარებელი ქალაქია, ევროპული ქალაქია, სადაც სექტემბრიდან სხვა მუხტი და შემართება იქნება, ოქტომბრის დასაწყისში შეიქმნება კლიმატი, სადაც საქართველოს მოქალაქეები დაიჯერებენ ცვლილებების გარდაუვალობას,“ - განაცხადა მელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის