პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროამ“ ლაგოდეხის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროამ“ ლაგოდეხის ოფისი გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ლაგოდეხში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისის გახსნით ეს კუთხე და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

„დღეიდან ლაგოდეხში გვექნება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი. გადაჭარბების გარეშე, მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანია, რომელსაც ცვლილებები სურს. ასეთი რამ მანამდე, არცერთ არჩევნებზე არ ყოფილა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გამხნევება სჭირდებათ. უნდა დავარწმუნოთ, რომ ცვლილებები გარდაუვალია. ამ არჩევნებში წარსულს ჩაბარდა მაჟორიტარული სისტემა. გარდა ამისა, წარსულს ჩაბარდა ორი ტურისგან შემდგარი არჩევნები, ეს ორი რაღაც იყო ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი. სხვა საარჩევნო წლებში, „ოცნებას“ ჰქონდა დასავლური მხარდაჭერა, ახლა ესეც შეცვლილია. ის საპროტესტო მუხტი რაც თბილისში გაზაფხულზე იყო არსად წასულა. ჩვენ ქვეყანას ევროკავშირში შევიყვანთ და ამ ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ”, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს