მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელმა წერაქვმა საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მეათედ უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, კერძოდ სოფელმა წერაქვმა, საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მეათედ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ინტერდისციპლინური ღონისძიება იყო, რომელიც 22 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა და 25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, მის ფარგლებში კი მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

„ფესტივალისმთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მუსიკოსების, ხელოვანების, არქიტექტორების, პედაგოგებისა და მოხალისეების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნოთ და გაეზიარებინათ ერთმანეთის კულტურა, რაც ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ იდეად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე დასწრების მსურველებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.

პროექტის პარტნიორია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა