საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, ნიჩბოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ნადირაძემ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრიანი დისტანცია ერთადგილიანი კანოეთი 39.18 წამში დაფარა, თავისი შედეგით მხოლოდ მცირედით ჩამორჩა პირველ-მეორე ადგილებზე გასულ პოლონელ და ესპანელ ნიჩბოსნებს და მესამე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.

„საქართველო კიდევ ერთმა სპორტსმენმა ასახელა და შეუპოვარი ასპარეზობის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პროზიორი გახდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, სახელგანთქმულ ნიჩბოსანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების მომზადებით გამოირჩევა, არამედ მსოფლიო რანგის სპორტსმენების, ჩემპიონების ალმა-მატერადაც ითვლება - გამონაკლისი არც ნიჩბოსნობაა. მრავალ ღირსეულ წარმატებას ვუსურვებთ მას როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე, არჩეულ პროფესიაში. გვჯერა, ზაზა ნადირაძე კიდევ არაერთხელ შორს გაიტანს საქართველოს სახელს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება