თამარ კორძაია - ყველას გელით 26 ოქტომბერს: ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს, უარს ვეტყვით რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად

ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება 26 ოქტომბერს უარს ეტყვის რუსეთს და გადაარჩენს საქართველოს მომავალს.

"ზუსტად ორი თვის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კეთილდღეობას ევროპაში. მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს უარს სიღატაკესა და იზოლაციაზე. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც მომავალი თაობა იცხოვრებს ევროპულ საქართველოში და მიიღებს ევროპულ განათლებას, ექნება მომავლის იმედი. ზუსტად 26 ოქტომბერს ჩვენ ვეტყვით უარს რუსეთს და გავიმარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ვაწარმოებთ სამართლებრივ დავას საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ერთიანობით გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი კეთილდღეობა ევროკავშირში, ამიტომ, გელით 26 ოქტომბერს: ერთი გაფერადებით ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მომავალს!"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა