მამუკა ხაზარაძე - წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა „გარეჯი საქართველოა“, „კაცი კაცია და ქალი ქალი“, ახლა ყოველდღე „ომი გინდა?“ გვესმის - ეს არის „ფეესბეს" კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები

მატყუარა ივანიშვილი დიდი საშიშროება გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მის ავანტიურებსა და ტრიუკებს, რომლებსაც შუშის კოლბიდან შეშინებული აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან, რეალურ მშვიდობასთან და რაიმე ხელშესახებ პროგრესთან, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, რუსული ნარატივებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, „თავის პატრონს აჩვენოს, რომ დავალებას ასრულებს და ქვეყანას ევროპულ არჩევანს უცვლის“.

„მატყუარა ივანიშვილი დიდი საშიშროება გახდა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის. მის ავანტიურებსა და ტრიუკებს, რომლებსაც შუშის კოლბიდან შეშინებული აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის განვითარებასთან, რეალურ მშვიდობასთან და რაიმე ხელშესახებ პროგრესთან.

ეს რუსული ნარატივები ემსახურება მხოლოდ ერთს - გადაირჩინოს თავი, აჩვენოს თავის პატრონს, რომ დავალებას ასრულებს და ქვეყანას უცვლის ევროპულ არჩევანს.

წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს პროპაგანდა “გარეჯი საქართველოა”, “კაცი კაცია და ქალი ქალი”, ახლა ყოველდღე “ომი გინდა? “ გვესმის. ეს არის ეფ-ეს-ბეს კაბინეტებში დაწერილი, იაფფასიანი პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებსაც მშიშარა, “უხეირო დიქტატორი” ასე ურცხვად ახვევს თავს ქართველ ხალხს. გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად ერთი ნაბიჯი თუ მაინც გადადგა

რუსულმა ოცნებამ?! - რა თქმა უნდა, არცერთი!

ეს სიბნელე უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში! დროა ყველა ასეთ ბინძურ რუსულ პროპაგანდას წერტილი დაესვას!

მტკიცე სიმართლე, ევროპული ანუ ეროვნული არჩევანი, "ილიას გზა" და ერის გაერთიანება არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს

ხალხს გამარჯვებამდე და ევროპულ სახლამდე მიიყვანს!

26 ოქტომბერს ბიძინა წავა თავისი რუსული ოცნებებით მოსკოვში - იქ, საიდანაც დავალებებს იღებს და სადაც პატრონები ელოდებიან!

ქართველი ხალხი ამ ბოროტებაზეც გაიმარჯვებს!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის