დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, იოსელიანის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 270 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.

„ადგილობრივ მოსახლეობას წყალარინების ქსელების არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა. ეს იყო უდიდესი პრობლემა. აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსია, სადაც 270 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ცენტრალურ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს. ჯამში, 2 400 მეტრ სიგრძეზე ახალი ქსელი მოეწყო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, ორი მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით, რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა.

„გარდა ამისა, როდესაც პროექტის განხორციელებისას ადგილზე ვიმყოფებოდით, მოსახლეობამ გვთხოვა რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ჩვენ დავპირდით, რომ მოვაწყობდით. ამისთვის ტერიტორია მოიძებნა და დაპირება აუცილებლად შესრულდება იმისთვის, რომ შეძლონ დასვენება, განტვირთვა და ვარჯიში“, - განაცხადა კალაძემ.

იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება