„ოცნება“ უბრალო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩემი ვარაუდით, 150 მანდატიდან, მაქსიმუმ 50 მანდატსაც ვერ აიღებს, თუ მეტს აიღებს, დათვალონ, - ამის შესახებ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ერთადერთი, რაზეც კოალიცია პასუხისმგებლობას იღებს, არის ის, რომ ქვეყანაში აუცილებლად მოვიტანთ კეთილდღეობასა და ევროპას“.
„ვისაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, ეს არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და დიახაც, მათ სურთ, რომ ამ ქვეყანაში არ ისმოდეს ოპოზიციის, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ადამიანების ხმა. იმიტომ, რომ არავინ მიაწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას იმ კორუფციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“; იმ მილიარდობით ლარზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება იპარავს; იმ გაჭირვებაზე, რომელიც არის ქვეყანაში; იმ უსამართლობაზე, რომელიც არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა და ამაზე საზოგადოების ინფორმირება არ სურს „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც ცდილობს ჩაახშოს ყველანაირი თავისუფალი სიტყვა, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ქართველი ხალხი კი გაიმარჯვებს. ერთადერთი რაზეც ჩვენი კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ეს არის, რომ აუცილებლად გვექნება კეთილდღეობა ევროპაში, ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ კეთილდღეობას და ევროპას საქართველოში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და ამაზე ვდებთ პირობას ქართველი ხალხის წინაშე.
საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი სასაცილოა, „ოცნება“ უბრალო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩემი ვარაუდით, 150 მანდატიდან, მაქსიმუმ 50 მანდატსაც ვერ აიღებს, თუ მეტს აიღებს, დათვალონ.
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აწუხებთ უმუშევრობა, სიღარიბე, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან, ამ პრობლემის გადაჭრა სურს ჩვენს ხალხს, ამაზე გვინდა ჩვენს პასუხი და არა იმაზე, რაც ორად ორ ადამიანს აღელვებს რატომღაც ამ ქვეყანაში - მდინარაძეს და პაპუაშვილს. ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის გამოწვევებს ვუპასუხოთ და არა მდინარაძის და პაპუაშვილის პირად გამოწვევებს. ლგბტ პროპაგანდას ქვეყანაში მხოლოდ ორი ადამიანი ხედავს მდინარაძე და პაპუაშვილი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.