რაჟდენ კუპრაშვილი - დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოვიკვლიეთ  და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობა არ შესთავაზეს

ჩვენ მოვიკვლიეთ, დავუკავშირდით ყველა პოლიტიკურ პარტიას და დადასტურდა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არ შესთავაზეს ამ ფესტივალში მონაწილეობა, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, როგორი შინაარსითაც იყო პლატფორმა წარდგენილი, იმ შინაარსით არ წარმართულა.

„ქართულ ოცნებას“, რომ მიმართეს ეს ჩვენთვის გამოსავალი არ არის, ძალიან ბევრ სხვა პარტიას არ მიმართეს, ეს წარმოებაშიცაა მოცემული. პლატფორმა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის იყო შემოთავაზებული, იმ შინაარსით არ წარმართულა. ყველა მტკიცებულება არის მოცემული. აქ მთავარია ის, რომ ყველა პარტიას მისცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ ფესტივალში. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი