სარფში კანონდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა.

„აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა - უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.

კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება