დავით მათიკაშვილი ანტიკორუფციული სამსახურის განცხადებაზე - სახეზეა ოპოზიციური პარტიების მხრიდან თაღლითობის კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი

ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის დღევანდელი ბრიფინგი არის დასტური იმისა, რაც მმართველ გუნდს არაერთგზის განუცხადებია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეული პოლიტიკური ძალები, ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იყენებს NGO სექტორს, საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკანონოდ და არალეგალურად აფინანსებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია.

„ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის დღევანდელი ბრიფინგი არის დასტური იმისა, რაც მმართველ გუნდს არაერთგზის განუცხადებია. საქმე ეხება იმას, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები, ძირითადად რადიკალური ოპოზიცია, იყენებს NGO სექტორს, საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკანონოდ და არალეგალურად აფინანსებს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ აკრძალულია. სახეზეა, ამ შემთხვევაში, უტყუარი დასტური იმისა, რომ “ლელოსთან” დაკავშირებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ასევე იყენებენ საქართველოს ფარგლებს გარედან შემოდინებულ სახსრებს. ისინი აფინანსებენ წინასაარჩევნო პროცესებს, რომელიც აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით. პარტიას თუ პოლიტიკურ ძალებს - იქნება ეს NGO თუ ფიზიკური პირი, თუ მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სურთ, უნდა მიიღონ ის სამართლებრივი ფორმა, რასაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ასევე, უნდა აიღონ ის ვალდებულებები, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მათი დაფინანსება სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, შესაბამისი დეკლარაციებით წარდგენილი და ყველა ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით არსებობს მოქმედ ქართულ კანონმდებლობაში. სახეზეა კიდევ ერთი თაღლითობის სავარაუდო ფაქტი. თაღლითი “ლელოს” ხაზარაძე-ჯაფარიძეც მსგავსი პრინციპით იკრეფს საზოგადოებას მის გარშემო. ყველა, ვისაც პოლიტიკურ პროცესებში სურს მონაწილეობა, ვალდებულია მიიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, “ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა რომ, სხვა დანარჩენი პარტიებისგან განსხვავებით “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ყველა იმ წესს იცავს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

„სხვა დანარჩენი პარტიებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ყველა იმ წესს იცავს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. წარდგენილი დეკლარაციები სრულიად გამჭვირვალეა, დამფინანსებლები შესაბამისად მითითებულია. ვერავინ ვერ აღმოაჩენს ერთ დარღვევასაც კი”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი