გიორგი ვაშაძე პრემიერს - გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? - მოქალაქეებს მივმართავ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო - კეთილდღეობას ევროკავშირში, თუ გაღატაკებას იზოლაციაში

კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბერს „რეალობას მოწყვეტილი ადამიანები ერთიანობით სახლში უნდა გაუშვან“.

ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად შენ მოგმართო. 26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო, კეთილდღეობას ევროკავშირში, თუ გაღატაკებას იზოლაციაში. თქვენი გზა გაღატაკების გზაა იზოლაციაში, ჩვენი გზა კეთილდღეობის გზაა ევროკავშირში. კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? აი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს ხელში, ადამიანებს 100 - ლარამდე აქვთ ხელფასი, ზოგს 200,300, 400 - ლარამდე. დაახლოებით, ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანი შეგვიძლია უმუშევრად ჩავთვალოთ. როცა ადამიანი ხელფასით საჭმელს ან წამალს ვერ ყიდულობ, აი ამის, ამ არჩევანის გაკეთება, რომ გიწევს, რა დასაქმებაზეა საუბარი? 300-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? გეკითხები. 400-ლარიანი ხელფასი, 500-ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? შეხედე, გადი უბრალოდ ქუჩაში, მოწყვეტილი, რომ ხართ რეალობას, ნახეთ უბრალოდ ფასები რა დონეზეა გაზრდილი. 300 ლარად რომ მუშაობს ადამიანი ეს დასაქმებაა?

მინიმუმ, 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ელემენტარულად ცხოვრებას გაუძღვეს და სწორედ ეს არის არჩევანი 26 ოქტომბერს.

ჩემო კარგებო! მოქალაქეებს მივმართავ, ვირჩევთ აი, ამ ხალხს, რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი და რომელსაც იზოლაციაში და სიღატაკისკენ მიჰყავს საქართველო, თუ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, აი, ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რომ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები ერთიანობით გავუშვათ სახლში“, - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია