ირაკლი ქადაგიშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მხრიდან გამაფრთხილებელი გამოსვლა იყო, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, 31 აგვისტომდე ფინანსური ანგარიშები საჯარო და ხელმისაწვდომი გახადონ

ეს გამაფრთხილებელი გამოსვლა იყო, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, რომ 31 აგვისტომდე, როგორც კანონი ავალდებულებთ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ფინანსური ანგარიშები სრულად საჯარო და ხელმისაწვდომი გახადოს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს არის ზოგადად, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეშად დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს აფინანსებს.

„ფინანსური ანგარიშები არ არის ბელეტრისტიკის საგანი, რომ წაკითხულის შინაარსი ყველამ თავისებურად გამოიტანოს. ეს არის კონკრეტული ციფრები და ამ კონკრეტული ციფრებით ხდება, რა თქმა უნდა, ვერდიქტის ან დასკვნის გამოტანა. აქედან გამომდინარე, როდესაც ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც კონკრეტულად დოკუმენტაციას და ამ დოკუმენტაციაში ასახულ ან არასახულ ციფრებს სწავლობს, სწორედ ეს არის ის კონკრეტიკა, რაზე დაყრდნობითაც ისინი ამბობენ, რომ ან არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშები, ან არასრულყოფილად აქვთ წარმოდგენილი. ეს გამაფრთხილებელი გამოსვლა იყო, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, რომ 31 აგვისტომდე, როგორც კანონი ავალდებულებთ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი ფინანსური ანგარიშების სრულად გახადოს საჯარო და ხელმისაწვდომი.

აქედან გამომდინარე, რას იტყვიან არის ერთი, რა არია ფაქტობრივი მონაცემები - ეს არის მეორე რეალობა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად ვლინდება ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის. ფინანსური მექანიზმებია ამისთვის გამოყოფილი. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ გზავნილით, რომელიც დღეს მოვისმინეთ. აქაც ანტიკორუფციულმა სამსახურმა ვალდებულება დააკისრა კონკრეტულად “თავისუფლების მოედანს” და მის წევრებს, რომ მათ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებს ეკუთვნით შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების წარმოება.

ეს არის ზოგადად, მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების უხეშად დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაც”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის