სერგეი ლავროვი - ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის დოქტრინა ახლა ზუსტდება

რუსეთის დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ახლა ზუსტდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ამერიკელები ცალსახად აკავშირებენ ამ საუბრებს მესამე მსოფლიო ომზე ისეთ რამესთან, რაც, ღმერთმა ნუ ქნას, თუ განხორციელდება, შეიძლება შეეხოს მხოლოდ ევროპას და ამ სიტუაციაში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი დოქტრინა, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინა, რომელიც, სხვათა შორის, ახლა ზუსტდება და რომლის შესახებაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ძალიან კარგად იციან“, - განაცხადა ლავროვმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა