ბექა ოდიშარია - არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირადაა ანგარიშვალდებული - მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს

არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირადაა ანგარიშვალდებული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოდიშარია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები იქნებიან მიუკერძოებელი მსაჯულები 26 ოქტომბრის არჩევნებისას, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იქნება დაყრდნობილი არსებულ რეალობაზე და არა დაკვეთაზე.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს.

“არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირად ანგარიშვალდებულია. მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ დიდი მოლოდინი და სურვილი გვაქვს, რომ ჩემ მიერ აღნიშნული ორგანიზაციები იქნებიან მიუკერძოებელი მსაჯულები 26 ოქტომბრის არჩევნებისას, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იქნება დაყრდნობილი არსებულ რეალობაზე და არა დაკვეთაზე. შესაბამისად, მათი ამჟამინდელი ქცევა, როდესაც ისინი ისეთი ტიპის „ენჯეოებს” აფინანსებენ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ხარჯავენ ამ დონორებისგან მიღებულ თანხას, ისევე როგორც ამერიკელი და ევროპელი გადამხდელთა მიერ გენერირებულ ფულად სახსრებს, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ მოწოდებული იმისკენ, რომ თავადაც მკაცრად გააკონტროლონ ის ორგანიზაციები, რომელიც მათ სახეს ეფარებიან და დისკრედიტაციას უწევენ”, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე