ნიკა ობოლაძე - „ქართული ოცნების“ მტკიცება, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს - ამ ქვეყანაში „შავი ფული“, არადეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ „ქართული ოცნებისგანაა“

„ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს და ამგვარი ფანდები ჩაბარდება წარსულს, როცა 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველ ხალხთან ერთიანობით გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური საკითხების მდივანმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში „შავი ფული“, არადეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ „ქართული ოცნებისგან“ არსებობს.

„ქვეყანაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ, 80 მილიონი დოლარის „შავი ფულით“ გახსნა ოფისი და ეს დეკლარაციაში არ ასახა, რაღაც უწყება ოპოზიციისგან რაღაც დოკუმენტებს ითხოვს. ამ ქვეყანაში „შავი ფული“, არადეკლარირებული შემოსავალი არის მხოლოდ "ქართული ოცნებისგან" და სხვა ყველაფერი არის ყურადღების გადატანის მცდელობა. უკვე ჰელსინკის კომისიამაც თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს შავი ფული და ამ პირობებში "ქართული ოცნების" მტკიცება, რომ, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს და ამგვარი ფანდები ჩაბარდება წარსულს, როცა 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველ ხალხთან ერთიანობით გავიმარჯვებთ. სწორედ მაშინ იქნება ყველაფერი გამჭვირვალედ და ყველა პარტია ანგარიშვალდებული იქნება კანონის წინაშე. ხოლო დღეს იმაზე საუბარს, თითქოს ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე ხინჯი დოკუმენტაციაში, არ ვაპირებ, რადგან ეს, ასე არაა", - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ და მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის